დამარინადებული პომიდორი -არამარტო გემრიელია, არამედ კერებისთვის საუკეთესო შემავსებელია.
3ლ მარინადისთვის დაგჭირდებათ
- მარილი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 6 სუფრის კოვზი
- ძმარმჟავა 70% 1 სუფრის კოვზი
- სურნელოვანი წიწაკის მარცვლები 10 ცალი
- კამა
- დაფნის ფოთოლი 3 ცალი
- ლიმონის მჟავა
მომზადება
- გაასტერილეთ ქილები და თავსაფრები.
- გარეცხეთ პომიდორი.
- მოაშორეთ ყუნწები და მათ ადგილას დაჩხვლიტეთ ხის წკირით. ქილები აავსეთ პომიდორით, დაუმატეთ ნიორი, კამა, წიწაკა, დაფნის ფოთოლი.
- თითოეულ ქილაში ჩაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 15-20 წუთი. შემდეგ ფრთხილად გადაასხით წყალი.
- აადუღეთ საჭირო წყალი და ისევ ჩაასხით ქილებში. 10 წუთში უკან გადმოღვარეთ.
- მოამზადეთ მარინადი. ქვაბშ ჩაასხით 2,100ლ წყალი. მოაყარეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ 5-10 წუთი.
- ცხელი მარინადი ჩაასხით ქილებში, თითოეულ ქილაში ჩაასხით ძმარმჟავა და მოაყარეთ ლიმონის მჟავა დანის წვერით.
- შეფუთეთ და გადმოაბრუნეთ ქილები.
გემრიელად მიირთვით!