ხრაშუნა კიტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის!
რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ინგრედიენტები
გათვლილია 3ლ ქილაზე
- მარილი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 5 სუფრის კოვზი
- ლიმონის მჟავა 1,5 ჩაის კოვზი
- კიტრი
- მოცხარის ფოთლები, კამა, დაფნის ფოთოლი, შავი ბარდა, პირშუშა.
- ნიორი
მომზადება
- ქილის ძირას მოთავსეთ პირშუშა, მოცხარის ფოთოლი (2 ცალი) და კამა.
- შემდეგ, 2 კბილი ნიორი, შავი წიწაკა (2-3 მარცვალი), დაფნის ფოთოლი.
- მჭიდროდ ამოავსეთ ქილა კიტრით და ჩაასხით ცხელი წყალი.
- დატოვეთ 10 წუთი, ამ დროის შემდეგ გადაასხით წყალი.
- ისევ ჩაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
- გაგრილებული წყალი ჩაასხით ქვაბში და გამოიყენეთ მარინადის მოსამზადებლად.
- ქვაბში მოათავსეთ: მარილი, შაქარი, ლიმონის მჟავა.
- როცა მარინადი წამოდუღდება ჩაასხით ქილებში.
- მოზუფეთ ქილები და თბილად შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით!