მწნილების ძალიან დიდი მოყვარული ვარ.
ნიორი ამ კერძს ტკბილ-მწარე გემოს სძენს.
დამარინადებული წიწაკა იტალიურად – ნამდვილად გაგილამაზებთ ზამთარს.
ინგრედიენტები
- ბულგარული წიწაკა 2კგ
- ნიორი
- ძმარი 200მლ
- შაქარი 200გ
- მარილი 1 სუფრი სკოვზი
- მზესუმზირის ზეთი 150მლ
მომზადება
1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ წიწაკა. დაასხით ცხელი წყალი 3 წუთი.
2.ცხელ წიწაკას დაუმატეთ ნიორი.
3.ამასობაშ მოამზადეთ მარინადი. ამისათვის ძმარს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ზეთი. აადუღეთ მასა.
4.მარინადი მოასხით წიწაკას, 1 დღე დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
5.გადაასხით მარინადი ცალკე ჯამში. ქილებში გადაანაწილეთ წიწაკა და დაასხით მარინადი.
6.ქილები მოათავსეთ პირსახოცზე ჯამში და აადუღეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!