დღეს ჩვენ საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ, მისი დამსახურებით მთელი ზამთარი შეგიძლიათ დატკბეთ სოკოთი.
ინგრედიენტები
- 5კგ ქამა სოკო
- 400გ წყალი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 4 ცალი სურნელოვანი წიწაკა
- 6 ცალი შავი წიწაკა
- 1 დაფნის ფოთოლი
- 3-4 სუფრი სკოვზი ძარი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
მომზადება
1.გარეცხეთ სოკო, გაასუფთავეთ და ისევ გარეცხეთ.
2.დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, მოასხით ლიმონის მჟავა და შემდეგ დაუმატეთ სოკო. მოხარშეთ 3 წუთი. სოკო ამოიღეთ ქვაბიდან, გადაიტანეთ თუშფალანგში და გარეცხეთ.
4.ჯამში ჩაასხით წყალი და ძმარი, დაუმატეთ მარლი, შაქარი, შავი წიწაკა, სურნელოვანი წიწაკა, დაფნის ფოთოლი. მოურიეთ. მარინადი მოათავსეთ ცეცხლზე 2 წუთი.
4.გაასტერილეთ ქილები და მოათავსეთ სოკო. მოასხით მარინადი.
გემრიელად მიირთვით!