პომიდორი და რეჰანი ყველა დროის საუკეთესო დუეტია. ზაფხული კონსერვაციისთვის საუკეთესო დროა, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ გაგიზიაროთ მარინირებული პომიდვრის რეცეპტი რეჰანით. მწნილი ძალიან არომატულია და მისი პიკანტური მოტკბო-მომჟაო გემო ნებისმიერი ადამიანის გულს დაიპყრობს.
პომიდვრის მწნილის ამ მეთოდით კონსერვაციას არ სჭირდება სტერილიზაცია, რაც მაქსიმალურად შეამოკლებს მზადების პროცესს. ინგრედიენტები გათვლილია ორ 700 მლ-იან ქილაზე.
ინგრედიენტები
- 1,5 კგ პომიდორი
- 8 ც შავი პილპილის მარცვალი
- 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი
- 2 ს.კ. მარილი
- 4 კბილი ნიორი
- 1 კონა რეჰანი
- 8 ც ბაჰარის მარცვალი
- 50 მლ 9%-იანი ძმარი
- 150 გრ შაქარი
მომზადების წესი
1. დაასტერილეთ ქილები თქვენთვის სასურველი მეთოდით. თითოეულში მოათავსეთ 4 ცალი შავი პილპილის და ბაჰარის მარცვალი, 0,5 ჩ.კ. მდოგვის თესლი და 2 კბილი ნიორი.
2. გარეცხეთ პომიდორი და ქილებში ჩაალაგეთ. პომიდვრებს შორის არსებული სიცარიელე რეჰანის ღეროებით შეავსეთ.
3. ქილები წყლით გაავსეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით. წყალი გადაღვარეთ ქვაბში. ქვაბში ჩაყარეთ საჭირო რაოდენობის მარილი და შაქარი, მოურიეთ, დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. როგორც კი მოდუღდება, დაუმატეთ ძმარი.
4. მდუღარე მარინადი დაასხით პომიდორს და მაშინვე მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ თბილ ადეალაში სანამ გაცივდება.
თუ კონსერვების მომზადებისას ძმარს არ იყენებთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმონმჟავით: 1 ლიტრ მარინაზე 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა. დაუმატეთ იგი მარინადის მოდუღების შემდეგ.