დაკონსერვებული ყაბაყი სტერილიზაციის გარეშე

609

კონსერვაციისგან ბევრი დიასახლისი იკავებს თავს, რადგან დიდხნიანი პროცესია. არავის არ მოსწონს მთელი დღის ღუმელთან გატარება. უფრო მარტივია ბოსტნეულის გაყინვა ან უკვე მზა კონსერვის ყიდვა. მაგრამ სახლში მომზადებულს არაფერი არ ჯობია. კონსერვის მომზადება 35 წუთში შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 2 ცალი
  • ხახვი  2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 3 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ვაშლი 2 ცალი
  • წიწაკა ჩილი 3 ცალი
  • ნიორი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი 120მლ
  • პომიდვრის წვენი 800მლ
  • წყალი 3 სუფრის კოვზი
  • ძმარი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ პროდუქტები, გაასუფთავეთ წიწაკა და ვაშლი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად. დააქუცამცეთ ჩილი და ნიორი.

2.დიდ ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი. დაუმატეთ სტაფილო 2 წუთი.

3.დაუმატეთ წიწაკა და ვაშლი, მოურიეთ და ჩაასხით პომიდვრის წვენი. მოთუშეთ 15 წუთი.

4.მოაყარეთ მარილი და შაქარი, მოასხით ძმარი, დაუმატეთ ჩილის მიქსი, ყაბაყი და ნიორი. მოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, აადუღეთ. ცეცხლი დაიყვანეთ მინიმუმადე და მოამზადეთ 20 წუთი.

5.მზა კერძი მოათავსეთ ქილებში, დააფარეთ თავსაფარი და გადმოაბრუნეთ. შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!