დაბეგვილ ხორცს ტაფაზე უკვე არ ვწვავ: ღუმელში უფრო სწრაფი და გემრიელი გამოდის

1274

დაბეგვილი ქათმის მომზადებაზე იოლი არაფერია, როცა ტაფაზე ორივე მხრიდან წვავ. მაგრამ ღუმელში გამომცხვარი გამოირჩევა სინაზით, უფრ წვნიანია და შეგიძლია დაუმატო ხორცს ყველი ან ბოსტნეული.

პომიდორს და ხახვს ქათმის ხორცის „ბალიშზე“ ათავსებენდა ყველს აყრიან. რეცეპტშ მაიონეზია მოცემული, რომლის მომზადებას სახლის პირობებში გირჩევთ.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ქათმის ფილე
  • 5 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 250 გრ მაგარი ყველი
  • 5 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაჭერით ქათმის გულ-მკერდი სიგრძეზე 2-3 სმ. კარგად დაბეგვეთ. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი და მოათავსეთ ხორცი.
  2. დაჭერით ხახვი წვრილად, პომიდორი რგოლებად.
  3. ხორცს მოაყარეთ  მარილი და პილპილი, წაუსვით მაიონეზი. დააწყვეთ მასზე ხახვი, შემდეგ პომიდორი.
  4. შედგით 200 რადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. გამოიღეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი გამოაცხვეთ კიდე 10 წუთის განმავლობაში.

ღუმელში გამომცხვარი დაბეგვილი ქათმის ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილის პიურესთან ან ბრინჯთან. წრაფი და მარტივი რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს.