დაბალკალორიული ხაჭოს ფხვიერი ნამცხვარი ვაშლით. ნახეთ, როგორ ამზადებდნენ ჩვენი ბებიები

1335

თუ რაღაც უჩვეულო და მარტივად მოსამზადებელი ტკბილეულით თავის განებივრება გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენი ფავორიტი გახდება! უჩვეულოდ გემრიელი ხაჭოს ფხვიერი ნამცხვარი ვაშლით პირველივე ჩაკბეჩით თავს ნამდვილად შეგაყვარებთ. ის ჩაიზე ან რძე მისაყოლებლად შესანიშნავია და მაღაზიაში ნაყიდი ფხვიერი ნამცხვრის კარგი ალტერნატივა გახდება.

დღეს გთავაზობთ შინაურული ტკბილეულის მშვენიერ რეცეპტს, რომლის არ მომზადებაც უბრალოდ შეუძლებელია.

ფხვიერი ნამცხვარი ვაშლით

ფხვიერი ნამცხვარი კვერცხის და კარაქის გარეშე ნამდვილი აღმოჩენაა! გემრიელი, ფხვიერი, არომატული. თითებს ჩაიკვნეტთ! ის თქვენს ოჯახს აუცილებლად შეუყვარდება, რაც მთავარია – ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომი და ძალიან სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხაჭო
  • 100 გრ კეფირი ან ნატურალური იოგურტი
  • 250 გრ ფქვილი
  • 1-2 ვაშლი
  • 10 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 გრ მარილი
  • დარიჩინი
  • შაქრის პუდრა

ყველა პროდუქტი შეაგროვეთ და გემრიელი ტკბილეულის მომზადებას შეუდექით.

მომზადება:

1. ხაჭოთი დაიწყეთ. 9 ჩ/კ შაქარი და 0,5 მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ეს ხელით გააკეთეთ ან ბლენდერი გამოიყენეთ.

2. ხაჭოს კეფირი და ცოტ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ის რბილი და ელასტიკური უნდა იყოს.

3. გასუფთავებული ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით, რომ კარგად გამოცხვეს.

4. ცომი 2-3 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ, მცირე კვადრატებად, დაახლოებით 5×5 სმ დაჭერით.

5. კვადრატებში ვაშლი მოათავსეთ, შაქარი და დარიჩინი გემოვნებით მოაყარეთ. შეკარით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვაშლი დიაგონალურად არის მოთავსებული, ასე უფრო მოსახერხებელია.

6. ფხვიერი ნამცხვრები წინასწარ პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. საცხობ ფორმაზე ცხიმის წასმა აუცილებელი არაა!

7. ფხვიერი ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

8. მზა ფხვიერი ნამცხვარი პირსახოცზე მოათავსეთ და სრულ გაგრილებას დაელოდეთ. ესეც ასე, ახლა შაქრის პუდრა მოაყარეთ! ფხვიერი ნამცხვარი წარმოუდგენლად გემრიელი და რბილი გამოვა.

ამ ტკბილეულის მომზადება აუცილებლად სცადეთ და ოჯახის წევრები და სტუმრები სასიამოვნოდ გააოცეთ.

რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.