წვნიანი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი კერძია ჩვენი ორგანიზმისთვის. მოამზადეთ წვნიანი გუფთით, საკმაოდ ნოყიერი და მადისაღმძვრელი კერძი.
ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი – 1200 გრამი
- დუმა ან ერბო – 60 გრამი
- ხახვი – 3-4 თავი
- კვერცხი – 2 ცალი
- ბრინჯი – 100 გრამი
- მიხაკ-დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნების მიხედვით
- მწვანილი ზედ მოსაყრელად
მომზადების წესი:
- 1200 გრამი ცხვრის ხორცის ძვალ-რბილობი მოვაცილოთ ერთმანეთს.
- ძვლებისაგან მოვხარშოთ ბულიონი.
- რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილ ხორცს დავუმატოთ ორი ათქვეფილი კვერცხი. შევკმაზოთ მიხაკ-დარიჩინით, შავი პილპილით და მარილით.
- გავაკეთოთ კაკლისოდენა გუნდები და ჩავუშვათ ბრინჯჩახარშულ ბულიონში.
- დავუმატოთ ცხვრის დუმაში ან ერბოში მოხრაკული ხახვი, ასეთ სუფს უხდება პამიდვრის წვენი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ მოხარშული კარტოფილი დაამატოთ.