გუფთა-ბოზბაში – მადისაღმძვრელი ტრადიციული კახური კერძი

3641

ბოზბაშს კახეთის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აკეთებენ. თელავში იციან გუფთა-პამიდორთან ერთად, ახმეტაში – გუფთების გარეშე, ბლომად ხორცით, მარტყოფში-უპამიდვრო, ბევრი ქინძით და ა.შ.

ჩვენ დღეს ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

გუფთა-ბოზბაში

ინგრედიენტები:

  • ხორცი 1 კგ
  • დუმა 100 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ბრინჯი 5 სუფრის კოვზი
  • ქინძი 50 გ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • ტარხუნა 50 გ
  • ზაფრანა 50 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ცხვრის ან ბატკნის ხორცს გავაცალოთ რბილი ნაჭრები.
  2. დარჩენილი ძვლები და დუმა ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად.
  3. წამოდუღებისას მოვხადოთ ქაფი.
  4. ნახევარი საათი ვხარშოთ, შემდეგ ამოვიღოთ ძვლები და დუმა, ხოლო წვენი გადავწუროთ.
  5. ცალკე მოვამზადოთ გუფთები: რბილი ხორცი დავკეპოთ წვრილად ხახვთანე ერთად (ან გავატაროთ ხორცსაკეპში). შევაზავოთ მარილით, დაფქული შავი პილპილით და დარიჩინით.
  6. ასე მომზადებულ ხორცს დავახალოთ კვერცხი, ავურიოთ, გავაკეთოთ პატარა გუნდები და დაფქულ ბრინჯში ამოვავლოთ.
  7. ქვაბში ჩავასხათ გაწურული წვენი. ჩავყაროთ შიგ მოხარშული, წვრილად დაკეპილი დუმა, წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი.
  8. დავდგათ მოსახარშად. როცა ადუღდება შიგ ჩავყაროთ წინასწარ გამზადებული გუფთები და ვხარშოთ.
  9. ხორცი რომ მოიხარშება, ცეცხლიდან გადმოვდგათ, ოდნავ გავაგრილოთ და შევაზავოთ ბოზბაშის წვენში გახსნილი ზაფრანით,  წმინდად დაჭრილი ქინძით და ტარხუნით, მარილით.
  10. კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და მივიტანოთ სუფაზე.