კარტოფილი ფრის მომზადებას ყველა მიჩვეულია. პირადად, ამ კარტოფილს უკვე ასი წელია აღარ ვჭამ – ძალიან უსარგებლოა. აი, გოგრას სულ სხვა ტექნოლოგიით ვამზადებ და სიამოვნებით მივირთმევ.
გოგრის გემო შეიძლება მოგწონდეთ და შეიძლება არა! თუ გოგრა არ გიყვართ ან მისი მიმართ სიყვარულის შესახებ არ იცით, Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ამ რეცეპტით მოამზადოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ბატატი ან სტაფილოა! კერძი ბავშვებისთვის კარტოფილი ფრის კარგი ალტერნატივაა. ბავშვებს ჩუმად ვაწვდი, როცა მშობლებთან ერთად სტუმრად მოდიან და არანაირი შეკითხვები – პირდაპირ თეფშს აცარიელებენ!
ინგრედიენტები:
- 500 გრ ახალი გოგრა
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი (თავიდან 2 კოვზი აიღეთ და აუცილებლობის შემთხვევაში დაუმატეთ)
- 1 ჩ/კ მარილი
- 0,5 ჩ/კ დაფქული ჩილეს წიწაკა
მომზადების წესი:
- ღუმელი 200-230 გრადუსამდე გაახურეთ.
- გოგრა თესლისა და ქერქისგან გაასუფთავეთ. სჯობს მსხლის ფორმის გოგრა აიღოთ და ზედა ნაწილი გამოიყენოთ. ზოლებად დაჭერით. თითო ზოლი დაახლოებით 10 სმ უნდა იყოს.
- გოგრის ზოლები ზეითუნის ზეთში კარგად ამოავლეთ ისე, რომ ყველა ზოლი ცხიმით დაიფაროს.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. გოგრის ზოლები ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან მარილი და ჩილის წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.
- გოგრა სასურველი ხრაშუნის მიღებამდე აცხვეთ. დაახლოებით 15-20 წუთი საკმარისია. პროცესში ზოლები ერთხელ გადააბრუნეთ.
- სუფრაზე საყვარელ სოუსთან, მაგალითად, არაჟანთან ერთად გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით!