გოგრის რულეტი კრემით

760

გაიცანით გოგრის რულეტი კრემით, რომელიც თავს აუცილებლად შეგაყვარებთ. რბილი კორჟი ძალიან უხდება ნაღების შიგთავსს.

ბისკვიტის ცომით ძალიან მარტივად შეიძლება ნახატები შევქმნათ. პრინციპი შემდეგშია: პირველ რიგში კეთდება ფენა ჩანახატით, რომელიც უნდა გავაგრილოთ. შემდეგ ზემოდან უნდა დავასხათ დარჩენილი მასა.

ინგრედიენტები

  • კარაქი 165გ
  • კვერცხი 6 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 230გ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • საკვები საღებავი გემოვნებით
  • შაქარი 200გ
  • გოგრა 150გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ნაღების ყველი 115გ
  • ჯანჯაფილის ფხვნილი და დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. დაიწყეთ ცომი სმომზადება, რომელსაც ნახატად გამოვიყენებთ. 85გ ფქვილს დამატეთ 50გ რბილი კარაქ, 3 ცილა და მოურიეთ. გაყავით ეს მასა რამდენიმე ნაწილად, დაუმატეთ საღებავები.
  2. გოგრა მოამზადეთ ორთქლზე და აქციეთ პიურედ.
  3. პერგამენტის ქაღალდზე დახატეთ სასურველი ნახატი და შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
  4. გოგრის პიურეს დაუმატეთ 200გ შაქარი, 95გ ხორბლის ფქვილი, 3 კვერცხი, გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მარილი და ნიგოზი.
  5. ნახატიან პერგამენტს მოასხით მიღებლი მასა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  6. ნაღების ყველს დაუმატეთ დარჩენილი კარაქი (115გ) და შაქრის ფხვნილი (170გ). მოაყარეთ ცოტა ნიგოზი, დარიჩინი და ჯანჯაფილის ფხვნილი.
  7. კორჟს მოაშორეთ გამოსაცხობი ქაღალდი და შიდა მხარეს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. წაუსვით კრემი და დაახვიეთ რულეტისებურად.

გემრიელად მიირთვით!