გემრიელი ცხობილა საფუარიანი ცომით და ხაჭოს შიგთავსით

910

დღეს ჩვენი რედაქცია უგემრიელეს რეცეპტს გაგიზიარებთ. ცხობილა – რომელიც ძალიან უხდება ჩაის და ყავას. ის იმდენად ფაფუკი და დიდია, მარტივად შეგიძლიათ უწოდოთ სადღესასწაულო.

რეცეპტი არ არის ახალი – რუმინეთში და მოლდოვაში დიდიხანია ამზადებენ ამ ცხობილას სადღესაწაულოდ. ამ ცხობილას ძალიან ლამაზი ფორმა აქვს.

ხაჭოს შიგთავსი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ცუკატებით და სხვადასხვა ხილით.

ინგრედიენტები

  • რძე 250მლ
  • მშრალი საფუარი 7გ
  • შაქარი 200გ
  • სიმინდის სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • ხაჭო 400გ
  • მწიკ
  • ვი მარილი
  • კვერცხი 2 ცალი’არაჟანი 100გ
  • ვანილის ესტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 60გ
  • კვერცხის გული 1 ცალი

მომზადება

1.საფუარიანი ცომი. დიდ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი და მოაყარეთ საფუარი. დაიმატეთ 1 კვერცხი, 100გ შაქარი, მოურიეთ. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და მდნარი კარაქი. მოზილეთ ელასტიური ცომი. შეფუთეთ ჯამი და შეინახეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი.

2.ხაჭოს შიგთავსი. ხაჭოს დაუმატეთ 1 კვერცხი და 100გ შაქარი. დაუმატეთ არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი და სიმინდის სახამებელი. კარგად მოურიეთ და ათქვიფეთ მიქსერით.

3.ამოსული ცომი ჩაზილეთ, გადმოიტანეთ საცხობ ქაღალდზე და გააბრტყელეთ. ცენტრში მოათავსეთ ბრტყელეი თეფში. ირგვლივ დარჩენილი ცომი 1,5-2სმ დაშორებით ჩაჭერით.

4.ცხობილა ქაღალდიანად გადაიტანეთ ფორმაზე და დაელოდეთ 15-20 წუთი. ცხობილას ცენტრი ამოავსეთ შიგთავსით, კუთხეებს წაუსვით კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზში გახსნილი. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!