გემრიელი ორცხობილები სწრაფად

964

ასეთი ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 500მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 150გ კარაქი
  • 1კგ ფქვილი
  • 50გ საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

მოსაყრელად და წასასმელად

  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • დაფხვნილი დარიჩინი გემოვნებით
  • ყაყაჩო გემოვნებით

მომზადება

  1. საფუარს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, მოურიეთ და დაელოდეთ. დაუმაეთ თბილი რძე, ურიეთ, დაუმატეთ 1/3 ნაწილი გაცრილი ფქვილი. დაელოდეთ 15-20 წუთი.
  2. ცომს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ვანილი, მარილი, კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  3. მზა ცომი ჩაზილეთ. გაყავით რამდენიმე ნაწილად და გააბრტყელეთ. დაახვიეთ რულეტისებურად, დაალაგეთ ფენებად, ჩაჭერით შუაგულში და მიეცით ფორმა.
  4. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და დაელოდეთ 10-15 წუთი. წაუსვით კვერცხი, მოაყარეთ შაქარი და ყაყაჩო.
  5. გამოაცხვეთ 20-25 წუთი 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!