გემრიელი კერძი კარტოფილით და ხორცით: ეს სოუსი საოცრებებს ახდენს

945

ხორციანი კერძი კარტოფილით და განუმეორებელი სოუსით.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ხორცი 800გ
  • კარტოფილი 1კგ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • სოიოს სოუსი 2-3 სუფრის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • მწარე წითელი წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი 50მლ
  • მწვანილი

მომზადება

  1. კერძი უნდა მოამზადოთ სქელ ძირიან ქვაბში.
  2. ჩაასხით მცენარეული ზეთი და გააცხელეთ.
  3. ხორცი (მე ვიყენებ ცხვრი ნეკნებს) მოათავსეთ გაცხელებულ ზეთში და შეწვით მაღალ ცეცხლზე.
  4. როცა ხორცი ყველა მხრიდან შეიწვება, ჩაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხორცი.
  5. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ.
  6. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაქუცმაცებული ნიორი.
  7. მოაყარეთ წიწაკა, პაპრიკა და მოასხით სოიოს სოუსი.
  8. მოურიეთ და დაუმატეთ კარტოფილი.
  9. მოხარშეთ კარტოფილის მზადებამდე.
  10. ამოიღეთ კარტოფილი და მოათავსეთ თეფშზე.
  11. ზემოდან გადაანაწილეთ ხორცი, მოასხით ქვაბში არსებული სოუსი.
  12. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!