გემრიელი კარტოფილი ბულგარულ წიწაკასთან, ხახვთან და კვერცხთან ერთად

767

შემწვარ კარტოფილს მთავარ კერძად იშვიათად იყენებენ. ძირითადად, ყველა მოსახერხებელ გარნირად იყენებს. თუმცა როგორც კი, კარტოფილს ისე მოამზადებთ, როგორც პატარა იტალიურ კაფეში, სუფრის მთავარი კერძი მყისიერად გახდება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელი კარტოფილის რეცეპტს, რომელიც როგორც სასაუზმედ, ასევე სრულყოფილ ვახშმად გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი კარტოფილი
  • 1 ს/კ კარაქი
  • ნახევარი ხახვი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • ½ ჩ/კ შავი წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • 2 კვერცხი
  • მწვანე ხახვი
  • ნებისმიერი ხმელი ყველი

მომზადების წესი:

1. კარტოფილი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და მდუღარე წყალში 7 წუთით ხარშეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და კარტოფილი ქაღალდის პირსახოცზე გაამშრალეთ. ტაფაზე კარაქი გაადნეთ. კარტოფილი 5 წუთით შეწვით, დრო და დრო აურიეთ. შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ და შეწვით.

2. 3 წუთში კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.

3. პაპრიკა მოაყარეთ, ზემოდან ნიორი დაახეხეთ და აურიეთ. ერთად კიდევ ერთი წუთით შეწვით, შემდეგ კარტოფილი ცოტა გვერდზე გაწიეთ და ტაფაზე ადგილი გაათავისუფლეთ.

4. გათავისუფლებულ ადგილას 2 კვერცხი შეწვით. ცოტა პაპრიკა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ზემოდან მოაყარეთ. კვერცხის შეწვას დაელოდეთ და კერძი მზადაა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გახეხილი ხმელი ყველი მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!