ფროფიტროლი ამ რეცეპტით ძალიან მარტივად მზადდება.
შიგთავსად გამოიყენეთ შედედებული რძე.
ცხობილა საოცრად გემრიელია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 150გ
- კარაქი 100გ
- სასმელი წყალი 1 ჭიქა
- კვერცხი 4 ცალი
- შედედებული რძე 1 ქილა
- მწიკვი მარილი
მომზადება
- ქვაბში მოათავსეთ კარაქი და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
- ჩაასხით წყალი, მოათავსეთ ცეცხლზე.
- წამოადუღეთ.
- დაუმატეთ ფქვილი და სწრაფად ურიეთ.
- გააცხელეთ 2 წუთი და დაუმატეთ კვერცხი.
- სწრაფად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გადმოიტანეთ ცეცხლიდან, მაგრამ არ შეწყვიტოთ თქვეფა.
- გააგრილეთ მასა და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, წაუსვით კარაქი.
- საკონდიტრო ტომრიდან გადმოღვარეთ ცომის ნაწილი და მიეცით შესაფერისი ფორმა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
- მზა ცხობილა გაჭერით და ამოავსეთ შიგთავსით.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!