მაიონეზი მადის მომგვრელი, გემრიელი და სასარგებლო საწებელია, – რომლის შემადგენლობაშიც შედის 40-70 პროცენტამდე ცხიმი და საკმაო რაოდენობის ცილები, ნახშირწყლები და მინერალური ნივთიერებები. სახლში მომზადებული მაიონეზი განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- ნიგვზის ან პროვანსული ზეთი – 1 /2 ჩაის ჭიქა
- კვერცხი – 1 ცალი
- ძმარი – 1 სუფრის კოვზი
- მდოგვი – 1/3 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
- ფაიფურის ფინჯანში კარგად ავლესოთ კვერცხის გული. თანდათანობით დავასხათ მას ზეთი, ისე რომ თითო დასხმაზე ერთ ჩაის კოვზზე მეტი არ მოგვივიდეს. ავურიოთ და ავთქვიფოთ დანის წვერით სულ ერთი მიმართულებით. როდესაც ზეთი და კვერცხი ძალიან კარგად გაითქვიფება, დავუმატოთ ძმარი, ცოტაოდენი მდოგვი, მარილი და შაქარი. თუ საწებელი სქელი გამოვიდა, დავუმატოთ ცოტაოდენი ადუღებული ცივი წყალი.
- უმჯობესია მდოგვის ფაფა თავიდანვე ჩაილესოს კვერცხის გულში, სანამ მას ზეთი დაემატება.
მაიონეზი მზადაა. გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი მეგორებს!