გსურთ ახლობლები ახალი და ორიგინალური კერძებით გაახაროთ? მაშინ Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხორცს ტკბილ–მჟავე სოუსში.
კერძი ჩვენთან აღმოსავლეთ სამზარეულოდან შემოვიდა და საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური გემო აქვს. კერძი უფრო ჰარმონიული რომ გამოვიდეს, ყველა პროდუქტი ზუსტად ერთნაირ ფორმებად დაჭერით.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ღორის ხორცი
- 1 სტაფილო
- 2 ბულგარული წიწაკა
- 1 ჩილის წიწაკა
- 4 ს/კ სოიოს სოუსი
- 2 ს/კ ბრინჯის ძმარი
- 6 ს/კ წყალი
- 3 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ სახამებელი
- 3 კბილი ნიორი
- 2 სმ კოჭის ნაჭერი
მომზადების წესი:
- ხორცი გარეცხეთ, პირსახოცზე გაამშრალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. თასში გადაიტანეთ, 2 ს/კ სოიოს სოუსი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ.
- ყველაფერი კარგად აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
- წიწაკას თესლი მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით. ჩილის წიწაკაც დაჭერით და კოჭა გაათავისუფლეთ.
- ფინჯანში სოიოს სოუსი ჩაასხით, წყალი, ძმარი, შაქარი და სახამებელი დაუმატეთ, ყველაფერი კარგად აურიეთ.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და სტაფილო რამდენიმე წუთით შეწვით. შემდეგ ბულგარული წიწაკა და კოჭა დაუმატეთ, აურიეთ და დარბილებამდე თუშეთ.
- მზა ბოსტნეული თეფშზე გადაიტანეთ, დარჩენილ ზეთში ხორცი მოათავსეთ. შეწითლებამდე შეწვით, ბოსტნეული, ცხარე ჩილის წიწაკა და მზა სოუსი დაუმატეთ.
- ყველაფერს აურიეთ და 3 წუთით თუშეთ. როგორც კი სოუსი ცოტა შეიკვრება, ცეცხლი გამორთეთ.
- მნიშვნელოვანია! ხორცი სოუსში დიდხანს არ გააჩეროთ. თუ ძალიან გასქელდება, წყალში გააზავეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- გემრიელად მიირთვით!