გემრიელი და მარტივი: 5 ჩემთვის საყვარელი სამარხვო ბოსტნეულის სალათის რეცეპტი

2333

ჩვენ გთავაზობთ სალათის 5 ყველაზე მარტივ რეცეპტს: ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია.

კომბოსტო კორეულად

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 ც დიდი ზომის სტაფილო
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 1 ს.კ. გამხმარი ქინძი
  • 1 ს.კ. მსხვილი მარილი
  • ნახევარი ჩ.კ. წითელი პილპილის მარცვლები
  • კორეული სტაფილოს სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. თეთრი კომბოსტო წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ღრმა თასში.
  2. დაუმატეთ მარილი და მწიკვი შაქარი, კომბოსტო ხელით აურიეთ, სანამ წვენს არ გამოიღებს.
  3. გარეცხილი და გათლილი სტაფილო წვრილად დახეხეთ და მოათავსეთ ცალკე თასში.
  4. სტაფილოს დაუმატეთ დანაყული ან ძალიან წვრილად დახეხილი ნიორი.
  5. ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და კარგად გააცხელეთ.
  6. ზეთში ჩაყარეთ ყველა სანელებელი და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წამით.
  7. ცხელი, სანელებლიანი ზეთი ზემოდან მოასხით სტაფილოს და კარგად მოურიეთ.
  8. სტაფილო შეურიეთ კომბოსტოს, დაუმატეთ 9%-იანი ძმარი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.
  9. კომბოსტოსა და სტაფილოს სალათს ზემოდან დაახურეთ თეფში და დაადეთ სიმძიმე. გააჩერეთ თბილ ადგილას 9-10 საათით.
  10. შემდეგ გადაიტანეთ სალათი ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ჭარხლის სალათი 5 წუთში

ინგრედიენტები 

  • 450 გრ ჭარხალი
  • 1 თავი ხახვი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 2 ც კიტრის მწნილი
  • მზესუმზირის ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. კარგად გარეცხეთ ჭარხალი და გაწმინდეთ ჯაგრისით, მოაჭერით თავი და რამდენჯერმე გაახვიეთ ფოლგაში.
  2. შემდეგ მოათავსეთ იგი 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით და 30 წუთით.
  3. მოხარშული ჭარხალი გააცივეთ და გათალეთ. შემდეგ კი გახეხეთ.
  4. ერთი დიდი ზომის ხახვი დაჭერით წვრილ ნახევარრგოლებად.
  5. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და შეწვით ხახვი.
  6. ცხელი ხახვი ზეთთან ერთად დაუმატეთ ჭარხალს და კარგად აურიეთ.
  7. კიტრის მწნილს მოაჭერით ბოლოები, გახეხეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს.
  8. შემდეგ დაუმატეთ დანაყული ნიორი.
  9. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

კორეული სალათი 10 წუთში

ინგრედიენტები

  • 350 გრ სტაფილო
  • 350 გრ ჭარხალი
  • 350 გრ თეთრი კომბოსტო
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • ნახევარი ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • ნახევარი ჩ.კ. შავი პილპილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 3 ს.კ. 9%-იანი ძმარი

მომზადების წესი 

  1. წვრილად დაჭერით თეთრი კომბოსტო და ჩაყარეთ ღრმა თასში.
  2. გარეცხილი და გათლილი სტაფილო წვრილად დახეხეთ და კომბოსტოს დაუმატეთ.
  3. გარეცხეთ და გათალეთ ჭარხალი, მოაჭერით ბოლოები და შემდეგ დახეხეთ. დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს.
  4. ყველაფერი კარგად აურიეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი, დანაყული ნიორი, ხმელი ქინძი და შავი პილპილი.
  5. მოასხით ყველაფერს მზესუმზირის ზეთი და ძმარი და აურიეთ.
  6. გააჩერთ სალათი 30 წუთით.

კლასიკური ვინეგრედი

ინგრედიენტები

  • 250 გრ კონსერვირებული მწვანე ბარდა
  • 600 გრ ჭარხალი
  • 5-6 ცალი პატარა კარტოფილი
  • 300 გრ მჟავე კომბოსტო
  • 5-6 ც მჟავე კიტრი
  • 6 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. მოხარშეთ კარტოფილი.
  2. გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად. ჩაყარეთ სალათის ჯამში.
  3. დაუმატეთ მჟავე კომბოსტო და აურიეთ.
  4. გაფცქვნილი ხახვი პატარა კუბებად და დაუმატეთ ბოსტნეულს, კვლავ მოურიეთ.
  5. გათლილი მოხარშული ჭარხალი და კიტრის მწნილიც კუბებად დაჭერით და სხვა ინგრედიენტებს დაუმატეთ.
  6. სალათს დაუმატეთ კონსერვირებული მწვანე ბარდა და აურიეთ.
  7. დაუმატეთ სალათს მზესუმზირის ზეთი და მარილი გემოვნებით, კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

ჭარხალი კორეულად

ინგრედიენტები

  • 500 გრ ჭარხალი
  • 1 თავი ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • ნახევარი ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • ნახევარი კოვზი შავი და წითელი პილპილი ერთად
  • კოვზნახევარი შაქარი

მომზადების წესი 

  1. გარეცხეთ ჭარხალი, გათალეთ და დახეხეთ გრძელ ზოლებად.
  2. შემდეგ მოაყარეთ მარილი, მოასხით ძმარი და კარგად აურიეთ.
  3. 1 ც საშუალო ზომის ხახვი დაჭერით პატარა კუბებად.
  4. ტაფაზე დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ.
  5. შეწვით ხახვი ზეთში. შემდეგ  ხახვი გადაყარეთ, ხოლო ზეთი ჩაასხით ჭარხალში.
  6. დაუმატეთ ჭარხალს ყველა სანელებელი, შაქარი და დანაყული ნიორი.
  7. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და ზემოდან სალათის ფურცლები დაალაგეთ. შეინახეთ სალათი მაცივარში 6-8 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!