ძალიან რბილი, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი ფუნთუშები არაჟანზე.
მარტივი და სწრაფი რეცეპტი. მარტივად გაუმკლავდებიან გამოუცდელი დიასახლისებიც.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- არაჯანი 3 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- მწიკვი მარილი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
- დაუმატეთ მარილი და შაქარი.
- ხელის სათქვეფით ათქვიფეთ.~
- თქვეფის პროცესში დაუმატეთ არაჯანი.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ მთავარ მასას.
- ცომი გადმოიტანეთ მაგიდაზე და განაგრძეთ დამუშავება.
- ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ოდნავ წებოვანი.
- სამუშაო მაგიდა და ხელები დაამუშავეთ ზეთით.
- ხელით მიეცით ოვალური ფორმა (სისქე 1 სმ).
- ამოჭერით მომავალი ფუნთუშები.
- გააცხლეეთ ტაფა.
- დაასხით ზეთი და შეწვით ფუნთუშები.
- საშუალო ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.
- მზა ფუნთუშები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!