ასეთი ბლინები სადღესასწაულო მაგიდასაც ძალიან მოუხდება.
გემრიელი და ნოყიერი შიგთავსი.
ინგრედიენტები
ბლინებისთვის:
- ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
- კვერცხი 4 ცალი
- მაიონეზი 4 სუფრის კოვზი
- მარილი მწიკვი
შიგთავსისთვის:
- ქათმის ფილე მოხარშული 1 ცალი
- ნიორი 2-3 კბილი
- მაიონეზი 4-5 სუფრის კოვზი
- მწვანილი
- ნიგოზი 50გ
მომზადება
- პირველ რიგში მოვამზადოთ ბლინები.
- ჯამში ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
- მოურიეთ, დაუმატეთ მაიონეზი და ფქვილი.
- კარგად ათქვიფეთ.
- გააცხელეთ ტაფა და წაუსვით მცენარეული ზეთი.
- დაასხით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.
- ამ რაოდენობა ცომისგან გამოგივათ 4 ბლინი.
- დააქუცმაცეთ ნიგოზი, მაიონეზს დაუმატეთ ნიორი.
- ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ბლინებს წაუსვით მაიონეზის მასა, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
- მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
- თანაბრად გადაანაწილეთ ქათმის ხორცი.
- ბლინები დააახვიეთ რულეტისებურად.
გემრიელად მიირთვით!