გებჟალია – მეგრული სამზარეულოს გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი კერძია. გებჟალიაში მთავარია სულგუნი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნედლი პიტნით შენელებული გულსართი და სოუსი.
ინგრედიენტები:
- რძე ან წყალი 0,5 ლ
- სულგუნი – 500 გ
- პიტნა 100 გ
- ნაღები 1/2 ჩაის ჭიქა
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- რძეში ან წყალში მოვხარშოთ სულგუნი. როცა სულგუნი გაწელვას დაიწყებს ამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარილთან ერთად დანაყილი პიტნა და დავახვიოთ რულეტივით.
- დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად.
- დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზემოდან მოვასხათ რძის და ნაღების ნარევი.
- მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი პიტნა. (გამოვიყენებთ იმ რძეს, რომელშიც ყველი მოივხარშეთ).
თქვენ როგორ ამზადებთ გებჟალიას? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.