გახეხილი ნამცხვარი – კლასიკური, უკვდავი რეცეპტი

1685

მარტივი და უგემრიელესი ცხობილა.

მისი გემო ბავშვობიდან ყველას ეცნობა: ტკბილი, ფხვიერი ცომი, ოდნავ მომჟავო შიგთავსით.

მოდით გამოვაცხოთ ერთად!

ინგერდიენტები

  • ხორბლის ფქილი 400გ
  • შაქარი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 180გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი 10გ
  • ქლიავის ჯემი (ან ნებისმიერი)
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
  2. გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ ფქვილს.
  3. ხეხვის პროცესში, კარაქი ამოავლეთ ფქვილში.
  4. დაუმატეთ გამაფხვიერებეი და ხელით მოურიეთ საგულდაგულოდ.
  5. ცალკე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
  6. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
  7. დაუმატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა.
  8. კვერცხის მასა დაუმატეთ ფქვილის მასას.
  9. მოურიეთ და მოზილეთ ცომი.
  10. ცომი დაამუშავეთ მაგიდაზე.
  11. მზა ცომი დააბურთავეთ, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში 20 წუთი.
  12. ცომი გაყავით ორ ნაწილად, დაახლოებით 2/3 და 1/3.
  13. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ 7-8მმ ფირფიტად.
  14. მოათავსეთ ქაღალდით ამოფენილ ფორმაში.
  15. წაუსვით ჯემი.
  16. ჯემს მოაყარეთ გახეხილი ცომი.
  17. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
  18. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!