ინგრედიენტები
- კარაქი 350გ
- არაჟანი 300გ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 4 ჭიქა
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 2,5 ჭიქა
- ნიგოზი 2 ჭიქა
- თაფლი 2 სუფრის კოვზი
მომზდება
- ფქვილს დაუმატეთ 300გ კარაქი, კარგად გადაურიეთ.
- დაუმატეთ 3 გული, არაჟანი და სოდა, მოზილეთ ცომი, შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
- გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 8 ნაწილად.
- მოვამზადოთ შიგტავსი: დააქუცმაცეთ ნიგოზი (არ დაფქვათ).
- ათქვიფეთ 4 ცილა, შაქარი და ნიგოზი.
- თითოეული ცომის ნაწილი წვრილად გააბრტყელეთ.
- გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ ცომი – შიგთავსი და გააგრძელეთ ამ თანმიმდევრობით.
- ბოლო ფენა უნდა იყოს ცომი.
- გაჭერით დესერტი, წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ნიგოზი.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი.
- მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე გამოიტანეთ დესერტი ღუმელიდან, მოასხით თაფლისა და კარაქის ნარევი (50გ კარაქი).
- დააბრუნეთ ღუმელში და გამოაცხეთ.
გემრიელად მიირთვით!