გარგარის ნაყინი

ხილის ნაყინის სახლში მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ნაყინი ნაღებისა და გარგარისგან.

ინგრედიენტები

  • 250 მილიგრამი ნაღები
  • 350 გრამი გარგარი
  • 50 გრამი შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ გარგარი და კურკა მოაშორეთ

2. პატარა ქვაბში ცოტაოდენი წყალი ჩაასხით და გარგარი დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ. გარგარი შეგიძლიათ ფოლგა გადაფარებულ ჟარუნაზე პიტნასთან და დარიჩინის ჩხირთან ერთად მოათავსოთ, ქურა 200 გრადუსზე გააცხელოთ და 20 წუთით აცხოთ.

3. ამასობაში ნაღები კარგად ათქვიფეთ.

4. ნელ ნელა ნაღებს შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და უფრო მაღალი სიჩქარით თქვიფეთ (მიქსერით). თუ ნაღებს ათქვეფამდე რამდენიმე წუთით ადრე საყინულეში მოათავსებთ ის უკეთ აითქვიფება.

5. მოთუშული გარგარი საწურში გაწურეთ და მისი პიურე მოამზადეთ. შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

6. ათქვეფილი ნაღები გარგრის პიურეს შეურიეთ და საყინულეში 1 საათით შედგით. თუ უფრო გაჯერებული ხილის გემო გნებავთ, ნაყინს გარგრის სიროფი დაუმატეთ.

7. 1 საათის შემდეგ ნაყინს მოურიეთ და კვლავ საყინულეში შედგით. თუ ნაყინს კონტეინერში აკეთებთ ამის გაკეთება ყოველ საათში ერთხელ, მინიმუმ 5-ჯერ მოგიწევთ. თუ ნაყინს სანაყინეებში გადაანაწილებთ ნაყინი საყინულეში 3 საათით შედგით.

შედეგად სასიამოვნო პასტელის ფერის ნაყინს მიიღებთ. რაც შეეხება გარგარს – მისი ჩანაცვლება ნებისმიერი სეზონური ხილით ან კენკრით შეგიძლიათ.