გარგარის არომატული ღვეზელი – მის მოსამზადებლად მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ

1946

გასტრონომიას რედაქცია გთავაზობთ გარგარის უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, რომლის მომზადებაც ბევრ დროს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 400 გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • 180 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 60 მლ ცივი წყალი, დამატებით – თუ საჭიროა
  • 1 დიდი კვერცხის გული

გულსართი: 

  • 600 გ გარგარი, უკურკო, დაჭრილი
  • 50 გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ნუში, დაფქული
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ფანტელი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი+1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 35-40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. ცომი: წაუსვით ცხიმი განიერ საცხობ ფორმას.
  2. ფქვილი, დარიჩინი, მარილი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასის ტექსტურა წვრილ ნამცეცებს დაემსგავსება.
  3. დაუმატეთ შაქრის პუდრი და ისევ აურიეთ.
  4. ცალკე ათქვიფეთ წყალი და პუდრი და ისევ აურიეთ.
  5. ცაკლე ათქვიფეთ წყალი და კვერცხის  გული და თანდათან ჩაუმატეთ ფქვილის ნაზავს, სანამ ცომის კონსისტენციას არ მიიღებს.
  6. დააფარეთ ცელოფანი და მაცივარში გააცივეთ 1 საათი.
  7. გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
  8. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ ისე, რომ ფირფიტის დიამეტრი  საცხობი ფორმის დიამეტრს  აღემატებოდეს. ცომი მომზადებულ ყალიბში გადაიტანეთ.
  9. გულსართი: საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ გარგარი, შაქარი, ნუში და ჯემი.
  10. გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და ცომის კიდეები უწესრიგოდ გადმოაფინეთ გულსართზე ისე, რომ სრულად არ დაფაროს.
  11. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე ცომს ზემოდან გადაუსვით. მოაყარეთ ნუში და შაქარი.
  12. გამოაცხვეთ 35-40 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს და შიგთავსი კარგად მომზადდება.
  13. სუფრაზე თბილი ან ოთახის ტემპერატურის მიიტანეთ.

რჩევა: გარგარი შეგიძლიათ გარგარის ჯემით ჩაანაცვლოთ.