განსხვავებული გემო – ქათმის სალათა თაფლითა და მდოგვით

3662

ქათმის სალათის მოყვარულებს სალათის ეს ვარიანტიც ძალიან მოეწონებათ. აქ უფრო მეტი ბოსტნეული და ვიტამინია. ასე რომ ნუ დაზარდებით, და სცადეთ მისი მომზადებაც.

ინგრედიენტები: 

სალათისთვის:

  • 60 მლ ღია ფერის თაფლი
  • 2 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 4 ნაჭერი წიწილის თეთრი ხორცი
  • 200 გ (4 ჭიქა) სხვადასხვა სალათის ფოთოლი
  • 20 პამიდორი ჩერი

სოუსისთვის:

  • 90 მლ (6 ს.კ.) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადების წესი: 

  1. სალათა: თაფლი და მდოგვი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. კულინარიული ფუნჯით ყველა მხრიდან გადაუსვით წიწილის ხორცს.
  2. კარგად დაბრაწეთ.
  3. შემწვარი წიწილი 5 წუთი გააგრილეთ და დაჭერით.
  4. სალათის მწვანე ფოთლები და შუაზე გაჭრილი პამიდვრები ჯამში გადაიტანეთ, მსუბუქად შეანჯღრიეთ. სალათა თეფშებზე გადაანაწილეთ. თითოეულ ულუფას წიწილის მეოთხედი ნაწილი დაადეთ.
  5. სოუსი: ზეითუნის ზეთი და ძმარი ბალზამიკო მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მოასხით სალათას.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!