დღეს გასწვალით ყველაზე მარტივ რეცეპტს გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად. მოამზადეთ საუკეთესო და უგემრიელესი კერძები ჩვენთან ერთად.
ცხვრის ხორცის ჩახოხბილი
ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი 1 კგ
- ხახვი 4-5 თავი
- პამიდორი 1 კგ
- ქინძი და ოხრახუში 50-50 გ
- პიტნა, ქონდარი და რეჰანი 20-20 გ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცხვრის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად.
- წვენი რომ დააშრება, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
- საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ერბო ან კარაქი.
- გავაგრძელოთ შუშვა.
- ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ ცოტა წყალი, რათა ხორცი არ მიიწვას, ხოლო 10 წუთის შემდეგ წინასწარ გაფცქვნილი და დაჭრილი მწიფე პამიდორი.
- ხორცი რომ მოიხარშება, დავამატოთ დაჭრილი წვანილი: ქინძი, ოხრახუში, პიტნა, ქონდარი, რეჰანი, მწვანე წიწაკა და გემოვნებით მარილი.
- გამზადებულ კერძს წვენი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ცოტა, სუპივით არ უნდა იყოს.
გემრიელად მიირთვით!