სრულმარცვლოვან სპაგეტის განსაკუთრებული გემო აქვს და კარამელიზებულ ხახვის საწებელს უხდება. შეგიძლიათ კერძისთვის ჩვეულებრივი პასტაც გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
- 6 ხახვი
- 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- მარილი, შავი პილპილი
- 250 მლ საქონლის ბულიონი (შინ მომზადებული ან ბულიონის კუბი)
- 500 გ სრულმარცლოვანი სპაგეტი
- ოხრახუში
მომზადების წესი:
- სქელძირიან ტაფაში ჩაასხით ზეთი და დაბალ ცეცხლზე ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვის შუშვას შეუდექით. მცირეოდენი მარილი (დაბალ ტემპერატურაზე მარილის გემო ძლიერდება) და ახალდაფქული პილპილი მოაყარეთ და დაახურეთ.
- ხახვი ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1 სთ შუშეთ. ის თანდათან უნდა დარბილდეს, ჩაიშალოს პერიოდულად საქონლის ბულიონი ასხით და ურიეთ, რომ საწებლის კონსისტენციამდე მიიყვანოთ. ძალიან არ გაათხელოთ. მომზადებული სოუსი კრემისებური და ოქროსფერი უნდა იყოს.
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყართ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ ( Al dente).
- მომზადებული სპაგეტი შემთბარ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ საწებელი, მოაყარეთ ოხრახუშით და ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. კერძი სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.