გამოცდილი დიასახლისი გვიზიარებს ჭარხლის უგემრიელეს რეცეპტს

856

პირადად მე ძალიან მიყვარს ჭარხალი! ეს ბოსტნეული ხელმისაწვდომი და ამავდროულად ძალიან სასარგებლოა.

შეფ მზარეულები ამტკიცებენ, რომ ჭარხალი ნებისმიერ გარნირს შეიძლება მოვუხდინოთ. დღეს გაგაცნობთ რამოდენიმე ძალიან სასსარგებლო რეცეპტს, რომელიც ჩემი აღმოჩენა გახდა!

უგემრიელესი კერძები ჭარხლისგან

რიზოტო ჭარხლით და თხის ყველით

ინგრედიენტები

  • 150გ ბრინჯი
  • 40გ ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50გ გახეხილი ჭარხალი
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 20გ კარაქი
  • 30მლ ლიმონის წვენი
  • 600მლ ქათმის ბულიონი
  • 20გ პარმეზანი
  • 40გ თხის რბილი ყველი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.ბულიონი დადგით დაბალ ცეცხლზე. ამასობაში მოთუშეთ ხახვი. დაუმატეთ ნიორი და წინასწარ გარეცხილი ბრინჯი.

მოთუშული მასა დატოვეთ ცეცხლზე 2-3 წუთი, მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ ინგრედიენტებს. სითხე უნდა აორთქლდეს.

2.მოთუშულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი. მოურიეთ ბრინჯს მანამ, სანამ არ ამოშრება ბულიონი, შემდეგ დაუმატეთ ბულიონის ახალი ულუფა. როცა რიზოტო შესქელდება დაუმატეთ მარილი, ძმარი, სანელებელბი და კუბიკებად დაჭრილი ჭარხალი.

მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და დაჭრილი თხის ყველი. გააფორმეთ კერძი თქვენი გემოვნებით.

ჭარხლის სალათი შავი ქლიავით და ნიგვზით

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 150გ შავი ქლიავი
  • 50გ გამომშრალი ნიგოზი
  • 2მწნილი კიტრი
  • 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში გარეცხეთ და გააშრეთ ჭარხალი. გახეხეთ მსხვილად.

2.დააქუცმაცეთ ნიგოზი და დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს.

მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სოუსი დამზად არის!

ვინეგრეტი ავოკადოთი

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 1 ცალი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი
  • 1 ავოკადო
  • მარილი
  • 80გ ნიგოზი
  • 1 ჩაის კოვზი ფრანგული მდოგვის მარცვლები
  • შავი დფქული წიწაკა

მომზადება

1გარეცხეთ სტაფილო და ჭარხალი. გააშრეთ ბოსტნეული, შეახვიეთ ფოლგაში ფა გამოაცხეთ 60-90 წუთი.

2.მზა ბოსტნეული გააგრილეთ, გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით კუბიკებად. ავოკადოს მოაშორეთ ქერქი და დაჭერით კუბიკებად. ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში, დაუმატეთ ნიგოზი, ძმარი, მდოგვი, ზეთი, მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!