ინგრედიენტები
- ღორის ხორცი 2კგ
- თაფლი 250გ
- ვაშლი 2 ცალი
- ნიახური 3 ცალი
- ბრინჯი 200გ
- თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო 100მლ
- კეშიუ გემოვნებით
- ქათმის ბულიონი 400მლ
- დარიჩინი 0,5 სუფრის კოვზი
- მარილი
- შავი წიწაკა
- სტაფილო 3 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 120მლ
- ნიორი 3 კბილი
- ძირა
- კარაქი 30გ
მომზადება
- დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ დაჭრილ ნიახურს. მოაყარეთ ოხრახუში, ხახვი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
- გამოსაცხობ ფორმას მოასხით ზეთი, მოათავსეთ ბოსტნეული და მოაყარეთ ნიორი.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ კარაქი.
- ხორცი ამოავლეთ მარილში, წიწაკაში და დარიჩინში. რამოდენიმე ადგილას ღრმად ჩაჭერით, ამ ნაჭრელებში მოათავსეთ ვაშლი და ყველა მხრიდან კარგად წაუსვით თაფლი. დაუმატეთ როზმარინი ან ძირა, გამოაცხეთ 120 გრადუსზე 2 საათი.
- ზეთში შეწვით ხახვი. მოაყარეთ ბრუნჯი, ჩაასხით ბულიონში ღვინო. მიირთვით ხორცთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!