სურნელოვან გრძელ მარცვლოვან ბასმასის ბრინჯს დაუმატეთ ერთი კოვზი კარაქი და ერთი წვეთი აჯიკა, შემდეგ მოხარშეთ და დაუმატეთ წიწილას.
ინგრედიენტები
- 1 დიდი ზომის ქათამი (2-2,3 კგ)
- 400 გრ მაწონი
- 2 სქელი ღერო პრასი
- 2 კბილი ნიორი
- 1-3 ს.კ. აფხაზური აჯიკა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
- ქათამს მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი კისერსა და კუდის გარშემო. დაჩხვლიტეთ ქათამი ჩანგლით, გაამშრალეთ, მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი აჯიკა და პილპილი.
- დაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ აჯიკასა და მაწონს გემოვნებით.
- მოათავსეთ ქათამი ცელოფნის პაკეტში, ჩაასხით მასში მარინადი, ჰაერი გამოუშვით და დახურეთ პაკეტი. კარგად ამოავლეთ ქათამი მარინადში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათით ან მაცივარში 24 საათით.
- გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე. საცხობ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პრასი და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე.
- ქათამს შეუკარით ფრთები და ფეხები და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე მკერდით ქვემოთ. გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში.
- გადააბრუნეთ ქათამი და კიდევ 40-60 წუთით გამოაცხვეთ. შემდეგ “დაასვენეთ” თეფშზე 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!