გამომცხვარი ფარშირებული პომიდორი ყაბაყით

674

ეს კერძი სუფრის ცენტრში იმსახურებს ადგილს, რადგან ნამდვილად კულინარიული შედევრია.

ფარშირებულიპომიდორი ყაბაყით ძლიან მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 10 ცალი
  • მარილიანი უსაფუარო ცომი 300გ
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • ყაბაყი 2 ცალი
  • მოცარელა 150გ
  • ნიორი 3 კბილი
  • ღორის ფარში 700გ
  • ოხრახუში 3 სუფრის კოვზი
  • საფანელი 1 სუფრის კოვზი
  • ძირა, პაპრიკა და ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გაჭერით პომიდორი ისე, როგორც ფოტოზეა.

2.ფარშს დაუმატეთ ნიორი, ძირა, პაპრიკა, ოხრახუში, მარილი და 2 სუფრის კოვზი ზეთი. დააბურთავეთ და მოათავსეთ პომიდვრის ცენტში.

3.კვერცხის გულს დაუმატეთ მდოგვი. ცომი მოათავსეთ ფორმაში, ამოავლეთ მიღებულ თხევად მასაში და შემდეგ საფანელში. ცომზე მოათავსეთ პომიდორი და კუთხეებში შემოკეცეთ ცომი. ცენტრში მოათავსეთ ყაბაყი.

4.ყაბაყის და ბადრიჯნის ფირფიტები მოათავსეთ ცენტრში და გააფორმეთ კერძი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!