გახეხილი კარტოფილის სენდვიჩები უგემრიელესია!
ინგრედიენტები
- კარტოფილი 6 ჩაის კოვზი
- სტაფილო 3 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- მწვანე ხახვი
- კვერცხი 5 ცალი
- ლორი 100გ
- ყველი რიკოტა 200გ
- ყველი 50გ
- მოცარელა 150გ
- მარილი და წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
- როზმარინი 0,5 ჩაის კოვზი
- კეჩუპი 3 სუფრის კოვზი
მომზადება
1.გახეხეთ სტაფილო, კარტოფილი, დაჭერით ხახვი და მწვანე ხახვი. აურიეთ ინგრედიენტებს, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და როზმარინი. ჩატეხეთ კვერცხი და მოურიეთ.
2.თანაბრად მოათავსეთ მასა ფორმაზე და გამოაცხეთ 170 გრადუსზე 30 წუთი.
3.გაჭერით კვადრატებად და თითოეულს წაუსვით რიკორა. ნახევარზე მოათავსეთ ლორი და მიეცით სენდვიჩის ფორმა. ზემოდან დაადეთ ყველი და ლორი.
4.მოაყარეთ მცარელა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!