საქონლის გული – ეს ძალიან ძლიერი კუნთია. მისგან დღეს უგემრიელეს კერძს მოვამზადებთ დღეს!
ამ ინგრედიენტს ბევრი ხარშავს, მაგრამ მე შეწვა გადავწყვიტე.
ინგრედიენტები
- საქონლის გული 1,5-2კგ
- ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- ნიორი 4 კბილი
- მდოგვი 1 სუფრის კოვზი
- ხმელი სუნელი, პაპრიკა, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
1.მოამზადეთ გული: მოაშორეთ ცხიმი და ცივ წყალში კარგად გარეცხეთ.
2.მოამზადეთ სოუსი – ზეთი, ნიორი, მდოგვი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული წაუსვით გულს და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
3.გული მოათავსეთ გამოსაცხობ პაკეტში და 200 გრადუსზე 1,5 საათი გამოაცხეთ.
გემრიელად მიირთვით!