ვაშლი უგემრიელესი და სასარგებლო ხილია, რომელიც ნებისმიერი ფორმით (უმი თუ გამომცხვარი) კარგია. თუ უმი ვაშლი უბრალოდ წასახემსებლად შეგიძლიათ მიირთვათ, გამომცხვარი ვაშლი, მით უფრო სხვადასხვა შიგთავსით, დამოუკიდებელი და საკმაოდ ნოყიერი კერძია. დიახ, ნამდვილად ნოყიერი!
გახსოვდეთ, თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ და კალორიებს ითვლით, შიგთავსის გარეშეც, ნებისმიერი თერმული დამუშავება კალორიულობას ზრდის, ზოგჯერ ზედმეტად. გამომცხვარი ვაშლის კალორიულობა უმზე თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ ასე უფრო გემრიელია! Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ ვაშლი სწორად.
პირველ რიგში, გაარკვიეთ, თუ სად აპირებთ ვაშლის გამოცხობას. თუ მთელი ოჯახისთვის ან დიდი კომპანიისთვის ამზადებთ, ღუმელს გვერდს ვერ აუვლით. თუ მხოლოდ თქვენთვის აკეთებთ, ღუმლის შეწუხება არ ღირს. ამ შემთხვევაში მიკროტალღური ღუმელი გამოგადგებათ. სწრაფი და მოსახერხებელი, იაფი ენერგიის დახარჯვის თვალსაზრისით.
ახლა ვაშლი შეარჩიეთ. თუ ვაშლი ძალიან წვნიანია, გამოცხობისას ცხელი წვენი შიგნიდან შეიძლება აფეთქდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ვაშლი კბილის ჩხირით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ. ამავე მიზეზით სჯობს სქელ ქერქიანი ვაშლი გამოიყენოთ.
გამოცხობის თანმიმდევრობა:
- ვაშლი გარეცხეთ და გაამშრალეთ, აუცილებლობის შემთხვევაში დაჩხვლიტეთ.
- ბასრი დანით ვაშლს “ქუდი” მოაჭერით და შუაგული ამოიღეთ. ეცადეთ, რომ არ გახვრიტოთ. ამოჭრილ შუაგულში 1 ჩ/კ შაქარი ან თაფლი დაუმატეთ.
- თითოეულ ვაშლს „ქუდი“ დაახურეთ, მინის ჭურჭელში ჩადეთ, “ქუდი” დაახურეთ.
- კონტეინერი ზუსტად 7 წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. გრილის რეჟიმი ჩართეთ. გამორთვის შემდეგ ვაშლი დაუყონებლივ არ გამორთოთ. ღუმელში კიდევ 2-3 წუთით გააჩერეთ. ესეც ასე, მზადაა!
სუფრაზე გაიტანეთ როგორც დამოუკიდებელ კერძი, როგორც დესერტი, ნაყინთან ერთად, შაქარ ფხვნილ მოყრილი ან, პირიქით, ტკბილ–მჟავე სოუსი მოსხმული – ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და ვაშლის სიმჟავეზეა დამოკიდებული.