გამოაცხვეთ თევზი სწორად: აი რა უნდა დაამატოთ ნაზი და წვნიანი კერძის მისაღებად

1816

დღეს უკვე საჭირო არ არის, გამოცდილი მეთევზე იყო, შინ ნადავლი რომ მოიტანო, ამისათვის უბრალოდ ახლად გაყინული თევზის მაღაზიაში ყიდვა საკმარისია. კულინარიული კურსების დამთავრებაც სავალდებულო არ არის გემრიელი კერძის მოსამზადებლად – არსებობს “გასტრონომიას” საიტი. სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალიც არ მოგიწევთ – უგემრიელესი თევზის მოსამზადებლად, მასთან ერთად ლავაში და კარაქიც შეიძინეთ.

მსგავსი წესით მომზადებული თევზი მათაც გააოცებს, ვინც რესტორნებში მიირთმევს თევზის დელიკატესებს. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 1 ც თევზი
  • 2-3 ც ლავაში
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ც პომიდორი
  • 1 კონა კამა
  • თევზის სუნელები
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და კარგად გაასუფთავეთ თევზი. გაჭერით სიგრძეზე.

2. დაჭერით რგოლებად პომიდორი.

3. დააფინეთ ლავაშები, წაუსვით კარაქი.

4. მოათავსეთ თევზი ერთ-ერთ მათგანზე, დაუმატეთ სუნელები და მარილი.

5. დაჭერით კარაქი კუბებად, მწვანილი – წვრილად. დატენეთ თევზი ამ ინგრედიენტებით, ასევე პომიდვრით.

6. შეახვიეთ თევზი ლავაშში. შემდეგ მეორე ლავაშში. თუ საკმარისი არ გამოდგა, გამოიყენეთ მესამე ლავაშიც. ბოლოს შეახვიეთ ფოლგაში.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.

ამ კერძის მოსამზადებლად გირჩევთ ნაკლებად ძვლიანი თევზი შეარჩიოთ. ლავაში კარგად იწოვს კარაქს და მწვანილის წვენს, ამიტომ კერძი რბილი და გემრიელი გამოდის. გაამრავალფეროვნეთ საოჯახო ვახშმები, მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!