გალეტის ღვთაებრივი რეცეპტი, სასურველი, როგორც დასვენება შუა ზაფხულში

430

ალუბლის გალეტი, რომლის რეცეპტსაც Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ, გაგაოცებთ. პირველ რიგში, უბრალოდ ლამაზია. მეორეც, წარმოუდგენლად გემრიელი და არომატულია, თუნდაც ვანილი არ დაუმატოთ. ძალიან ნაზი და ზომიერად ტკბილი დესერტი გამოდის. ტკბილეულის მომზადება აუცილებლად სცადეთ.

ფხვიერი ცომით გალეტის მოსამზადებლად 2 სახეობის ფქვილი გამოიყენეთ: ნუშის და მთელი მარცვლეულის. შეგიძლიათ მხოლოდ ხორბლის ფქვილი გამოიყენოთ ან უგლუტენო ნარევით ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ქოქოსის კარაქი ღიით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 50 გ ნუშის ფქვილი
  • 100 გ მთელი მარცვლეულის ხორბლის ფქვილი
  • 30 გ ქოქოსის კარაქი
  • 80 გ შაქარი
  • 5-7 ს/კ წყალი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 200-250 გ უკურკო ალუბალი
  • 1,5 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცომის მოსამზადებლად ღრმა თასში 2 სახეობის ფქვილი, კარაქი, წყალი და გამაფხვიერებელი აურიეთ. 20 გ შაქარი დაუმატეთ, რომ გალეტის ბაზას ცოტა მოტკბო გემო ჰქონდეს.

2. ცომი ხელით მოზილეთ. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება, რადგან ინგრედიენტები ერთად კარგად მუშაობს. ცომი დააგუნდავეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

3. სანამ ფხვიერი ცომი ისვენებს, შიგთავსი მოამზადეთ. უკურკო ალუბალი ღრმა ტაფაში მოათავსეთ და დარჩენილი შაქარი (60 გ), ასევე ვანილი დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე დადგით და წვენის გამოსვლას და შაქრის გადნობას დაელოდეთ. დროდადრო შიგთავსს აურიეთ.

4. როცა ალუბალი ადუღდება, სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ. კარგად უნდა გასქელდეს. ცეცხლიდან გადმოდგით. ღუმელი 180 გრადუსამდე ჩართეთ, რომ გახურება მოასწროს, სანამ გალეტს ფორმას მისცემთ.

5. მზა ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ და ცომი მასზე გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ. ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. იდეალური წრე არ გჭირდებათ.

6. ცომს შუაში, კიდიდან 1,5-2 სმ–ს დაშორებით შიგთავსი დაუმატეთ. კიდეები გადაკეცეთ, გალეტს მრგვალი ფორმა მიეცით. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

7. ალუბლის გალეტი შიგთავსით სუფრაზე ცხელი გაიტანეთ. პლომბირის ბურთებით შეგიძლიათ გააფორმოთ. გემრიელად მიირთვით.

რედაქციის რჩევა

ცომის და შიგთავსის ორმაგი პორცია მოამზადეთ. არ ვხუმრობთ, ცომეული ამად ღირს! გალეტი გარგარით შეგიძლიათ მოამზადოთ. არც თუ ისე ტკბილი კენკრის და ხილის გამოსაყენებლად კარგი იდეაა. გალეტში ხილი და კენკრა ახალი ფერებით ათამაშდება.

თუ ჩვეულებრივი თეთრი შაქრის გამოყენება არ გსურთ, ქოქოსით ჩაანაცვლეთ. შიგთავსის მომზადება აგავის ან ტოპინამბურის სიროფითაც სცადეთ. დარწმუნებული ვართ, რომ წვნიანი და გემრიელი გამოვა. ამ ცომით მარილიანი გალეტი სოკოს შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. კარგია, რომ რეცეპტი სხვადასხვა გემოთი და ტექსტურით ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა.