სახლში გამომცახვარი დესერტი ყოველთვის მეტად გემრიელია. მე პურსაც კი სახლში ვაცხობ, რადგან დავრწმუნდე იმაში, რომ ის უსაფრთხოა ჩემი შვილებისთვის. რატომ არ უნდა მოვამზადოთ სახლში ასეთი საოცარი დესერტი?
დღს ჩვენი რედაქცია გჩუქნით ანანასის დესერტის რეცეპტს, რომელიც ჩემი ფავორიტია. ამ ტკბილეულისთვის ძალიან მარტივი ინგრედიენტები დაგჭირდებათ, ანანასის შეცვლაც კი შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტით. ტორტი კი გამოდის საოცრად გემრიელი, არომატული და ნაზი.
ინგრედიენტები
- 200გ ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 6 კვერცხი
- 2 სუფრის კვზი არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1 ქილა კონსერვირებული ანანასი
მომზადება
1.ნახევარი ჭიქა შაქარი, კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი ათქვიფეთ აქაფებამდე. ცალკე ნახევარი ჭიქა შაქარი, გული, არაჟანი და მცენარეული მასა აქციეთ ერთგვაროვნად. დაუმატეთ ცილას და კარგად მოურიეთ.
2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ვანილი. დაუმატეთ კვერცხის მასას. 2 კოვზი ცომი გადაინახეთ, ხოლო დანარჩენს დაუმატეთ კურკუმა. კარგად მოურიეთ.
3.ფორმაში მოატავსეთ კურკუმიანი ცომი. ზემოდან მოასხით გადანახული თეთრი ცომი. გამოაცხვეთ 25-30 წუთი 180 გრადუსზე. თბილი კორჟი გაყავით 2 ნაწილად.
4.კრემისთვის აადუღეთ რძე. დაუმატეთ ფქვილი (ფქვილს წინასწარ გახსენთ რამდენიმე კოვზ ცივ რძეში). კარაქი და კვერცხი ათქვიფეთ, ასევე დაუმატეთ რძეს. გააგრილეთ.
5.კორჟზე მოათავსეთ ანანასი, წაუსვით კრემი. ზემოდან მოათავსეთ ,ეორე კორჟი და ისევ წაუსვით კრემი. სახლში მომზადებული ანანასის ტორტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ამ დესერტით თქვენ ნებისმიერ სტუმარს გააოცებთ. ანანასის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ხილი.