მზადების პროცესმა სიამოვნებასთან ერთად სიხარულიც უნდა მოგანიჭოთ. ეს მაშინ ხდება, როცა ინგრედიენტების მწირი ჩამონათვალი გვჭირდება და დესერტი მალე მზადდება.
ვაშლის ნამცხვრის მარტივი რეცეპტი
ინგრედიენტები
- 1კგ ვაშლი
- 100გ კარაქი
- 1 შეკვრა ვანილი
- 50გ დაქუცმაცებული ნიგოზი
- 4 ქათმის კვერცხი
- 1 შეკვრა გამაფხვიერბელი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
- დარიჩინი
- შოკოლადი
მომზადება
1.გახეხეთ ვაშლი ცოტა მსხვილად. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით, წაუსვით ცხიმი და გადაანაწილეთ ვაშლი.
2.ახლა კი მოვამზადოთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, შაქრის ფხვნილი და ფქვილი. ვაშლს მოაყარეთ დარიჩინი, ვანილი, ნიგოზი და შაქარი. გადაანაწილეთ ცომზე.
3.ნამცხვარი გამოაცხეთ 200 გრადუსზე.
4.გააგრილეთ 15-20 წუთი. გადმოაბრუნეთ ნამცხვარი ისე, რომ ვაშლები ზეოთა მხარეს მოხვდეს.
5.გააფორმეთ შოკოლადის მინანქრით (შოკოადი გაალღვეთ კარაქთან ერთად).
გემრიელად მიირთვით!
რედაქციისგან
ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი. დაარეგულიროთ ცომის სიქე გემოვნებით და გააფორმოთ თქვენი ფანტაზიით.