ფრანგული სამზარეულოს დედოფალს მეძახიან, ვამზადებ კროკ-მადამს საუზმისთვის

469

სახლში ფრანგული სამზარეულოს დედოფალი შემარქვეს. საუზმეზე ფრანგული კერძების მომზადებაზე ვგიჟდები. მაღვიძარას დარეკვამდე ვასწრებ ყველაფერს.

ინგრედიენტები

  • 4 ნაჭერი პური
  • 4 ნაჭერი ლორი
  • 2 კვერცი
  • 4 ნაჭერი ყველი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი დიჟონური მდოგვი
  • მარილი და წიწაკა

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 40გ ფქვილი
  • 310გ რძე
  • 40გ ნაღები
  • 40გ კარაქი
  • 1 ხახვი
  • 3 ცალი მიხაკი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • ნიგოზი და დარიჩინი
  • 30გ ყველი ენმენტალი
  • 10გ პარმეზანი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დავიწყოთ სოუსის მომზადებით. ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, დაუმატეთ ხახვი, დაფნა და მიხაკი. აადუღეთ, დაასვენეთ 5 წუთი, შემდეგ გაცერით. დაუმატეთ ცოტა პარმეზანი.

2.ღრმა ქვაბში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ სანელებლები და ფქვილი. მოხალეთ ფქვილი ზეთში, საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთი. მოასხით დარჩენილი რძე და ნაღები.

ფაფის კონსისტენცია უნდა მიიღოს მასამ. დაუმატეთ ყველი.

3.პური გახუხეთ ღუმელში 2-3 წუთი 200 გრადუსზე. 2 ნაჭერს წაუსვით მდოგვი და სოუსი. დარჩენილ ორ ნაჭერს მხოლოდ სოუსი წაუსვით.

4.მდოგვიან ნაჭრებზე გადაანაწილეთ ლორი, შემდეგ ყველი. ზემოდან დააფარეთ სოუსიანი ნაჭერი. ზემოდან წაუსვით სოუსი და მოაყარეთ ყველი.

ჯერ ენმენტალი და შემდეგ პარმეზანი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.

6.კვერცხი ზეთში შეწვით.

7.სენდვიჩზე მოათავსეთ კვერცხი.

გემრიელად მიირთვით!