მაკარონი – უნივერსალური გარნირია, რომელიც ყველაფერს ძალიან უხდება. ერთი სიტყვით ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტია. მაგრამ ეს ერთი დიდი მინუსი ყველას გვაწუხებს: გაცივდება თუ არა, კარგავს ყველანაერ გემოს. თუ ვახშმის შემდეგ დაგრჩათ გარნირი, არ დაკარგოთ დრო და მოამზადეთ ჩიფსები.
ინგრედიენტები
- მაკარონი 100გ
- ხორბლის ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
- სახამებელი 1,5 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
- მარილი, პაპრიკა, კარრი, ნივრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადება
1.მოხარშეთ მაკარონი ან გამოიყენეთ უკვე მზა.
2.ფქვილს დაუმატეთ სახამებელი და ამოავლეთ მაკარონი.
3.ქვაბში გააცხელეთ ზეთი და შეწვით მაკარონი.
4.მოაყარეთ სანელებლები.
გემრიელად მიირთვით!