დღეს ვახშამზე ბულგარეთის საამაყო კერძი გვექნება. ერთი გასინჯვით შემაყვარა თავი.
ამ კერძის მომზადება შეგიძლიათ გრილზე, ტაფაზე და ღუმელშიც.

ინგრედიენტები
- 300გ საქონლის ხორცი
- 600გ ღორის ხორცი
- 1ხახვი
- 100გ ლორი
- 25მლ გაზირებული წყალი
- 1 ჩაის კოვზი მაიორანი
- მარილი და წიწაკა
- მცენარეული ზეთი
მომზადება
1.ხორცსაკეპში გაატარეთ საქონლის ხორცი, ღორის ხორცი და ლორი. დაუმატეთ მაიორანი, მარილი, წიწაკა. მოზილეთ ხელით.

2.ფარშს მოასხით გაზირებული წყალი. კარგად მოურიეთ. შეინახეთ მაცივარში 2 საათი. შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები თქვენი გემოვნებით.

3.გახეხეთ ხახვი და დაუმატეთ ფარშს. სველი ხელით მიეცით კატლეტის ფორმა.

4.ტაფა – გრილი დადგით საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი. მოაყარეთ მარილი, რათა თავიდან ავირიდოთ ზეთის შხეფები. შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან.

მზად არის!

გემრიელად მიირთვით!








