შემწვარი კარტოფილი – ეს ჩემი სუსტი წერტილია. ვცდილობ გავამრავალფეროვნო და გავაუმჯობესო უბრალოდ კლასიკურად შემწვარი კარტოფილი.
საშვალო სიცხარის საოცრად არომატული ცხელი კერძი შეუდარებელია ვახშმისთვის. ინგრედიენტები ერთმანეთს საოცრად უხდება. ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. შეგიზლიათ ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით შეუხამოთ და მოარგოთ მოთხოვნილებებს.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 6 ცალი
- პომიდორი 2 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- კარაქი 2 სუფრის კოვზი
- შავი წიწაკა
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 40მლ
- მარილი
მომზადება
1.გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერითთ კარტოფილი.
2.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაუმატეთ კარაქი, შემდეგ კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და შეწვით 7 წუთი.
3.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით მრგვლად. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით.
4.კარტოფილს დაუმატეთ ხახვი და შეწვით. მოაყარეთ წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. ზემოდან გადაანაწილეთ პომიდორი.
5.მოაყარეთ წიწაკა, დააფარეთ თავსაფარი.
გემრიელად მიირთვით!