რა კარგია, როცა ოჯახის წევრების გემოვნება ემთხვევა! ჩემს ოჯახში მაგალითად უყვართ ცომის ნაწარმი: კექსები, ტორტები, ღვეზელები, ნამცხვრები.
ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის მოსამზადებლად დრო ყოველთვის როდი მყოფნის. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის მაქვს სხვა ვარიანტებიც. ყველაზე ხშირად ვამზადებ თევზის “ბუდეებს”. ასეთ ხემსს სადღესასწაულო სუფრაზეც თამამად მიართმევთ..
ინგრედიენტები
- 300 გრ ბაგეტი
- 500 მლ რძე
- 300 გრ თეთრი თევზის ფილე
- 100 გრ მაგარი ყველი
- 1 ც ხახვი
- 2 ს.კ. მაიონეზი
- კამა გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ბაგეტი 7-8 სმ სისქეზე. ამოავლეთ რძეში. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და მოათავსეთ ბაგეტები.
- გაასუფთავეთ და დაჭერით თევზი მცირე ნაჭრებად, დაჭერით წვრილად ხახვი, მწვანილი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოურიეთ.
- კოვზით ჩააღრმავეთ ბაგეტების ცენტრი. თითოეულში მოათავსეთ თევზის შიგთავსი.
- წაუსვით ზემოდან მაიონეზი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გახეხეთ ყველი, მოაყარეთ ბაგეტებს და კვლავ 5-7 წუთით შედგით.
მიირთვით ოდნავ გაცივებული “ბუდეები” სალათთან ან ახალ ბოსტნეულთან. ასეთი ხემსი შეგიძლიათ პიკნიკებზეც წაიღოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!