ბრინჯის ტკბილი პუდინგი ინდურად – აღგაფრთოვანებთ!

2169

ეს კერძი ინდოეთში კირის სახელით არის ცნობილი. მას უმატესად ინდურ დღესასწაულებზე ამზადებენ.

ინგრედიენტები: 

  • 200 გ (1 ჭ) ბრინჯი ბასმათი
  • 8 ილის პარკი
  • 5 ჭ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 40 გ თხილი აკაჟუ
  • 3 ს.კ. ქიშმიში

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი ცივი წყლით დაფარეთ. 1 სთ დაალბეთ, გადაწურეთ და ცივ წყალში გაავლეთ.
  2. ილის პარკებიდან თესლები გამოარჩიეთ და ქვასანაყში დანაყეთ ან საფქვავში დაფქვით.
  3. რძე სქელძირიან ქვაბში აადუღეთ. დაუმატეთ ბრინჯი და ილი. დაუწიეთ ცეცხლს და 45-50 წთ. დროდადრო ურიეთ, ვიდრე ბრინჯი სითხეს შეიწოვს.
  4. დაუმატეთ შაქარი, ოდნავ მოხალული აკაჟუ და ქიშმიში. ნელ ცეცხლზე 3-4 წთ ადუღეთ. ურიეთ ვიდრე შაქარი გაიხსნება.
  5. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.

ბასმათი – გრძელმარცვლიანი ბრინჯის სახეობა.

ილი – ბალახოვანი მცენარე. იზრდება ინდოეთის ნახევარკუნძულზე. თესლს იყენებენ კულინარიაში, მის ზეთს კი კვების მრეწველობაში, მედიცინაში.

აკაჟუ – ხე თუთუბოსებრთა ოჯახისა. ბუნებრივად გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. აქვს უძვირფასესი მექანი. ნაყოფი თხილისებურია და გამოიყენება კულინარიაში.