ჰაეროვანი და მადისაღმძვრელი გახლეჩილი ბლინები

1274

ალბათ გგონიათ, რომ ბლინები რუსული სამზარეულოს დელიკატესია? ლეგენდის თანახმად XIX საუკუნეში უბრალო ავსტრიელ ფერმერს უნდოდა თავის იმპერატორს გამასპინძლებოდა. სასახლეში მიმავალი იმპერატორი გზად ერთ გლეხთან გაჩერდა სასაუზმოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩაფიქრებული ბლინები არ გამოუვიდა ფერმერს, მაგრამ მან კიდევ სცადა და მივიღეთ კლასიკური ბლინების სახე.

კაიზერსჩმენი ან გახლეჩილი ბლინი – ეს არის ჰაეროვანი და მადისამღძვრელი ბისკვიტისებური დესერტი, რომელიც გაგაოცებთ თავისი საოცარი გემოს მეშვეობით. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ კერძს სიამოვნებით მიირთმევენ საუზმეზეც. ჰაეროვანი ცომი, მომჟავო ვაშლი და შაქრის ფხვნილი – აი მთელი საიდუმლოც!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი-240გ
  • კვერცხი-7 ცალი
  • შაქარი-4 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი- 3 სუფრის კოვზი
  • ვაშლი-2 ცალი
  • ქიშმიში-3სუფრის კოვზი
  • კარაქი-3 სუფრის კოვზი
  • კონიაკი-4 სუფრის კოვზი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ თესლი. დაჭერით წვრილად. ქიშმიში გარეცხეთ და კარგად გამოაშრეთ. კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისაგან. დაუმატეთ ნახევარი შაქარი, რძე და მარილი.

2.ამავე მასაში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი. ათქვიფეთ ცილა მის აქაფებამდე, დაუმატეთ ის ცომის მასას. უნდა გამოგივიდეთ ჰაეროვანი, ბისკვიტისებური მასა. ტაფაზე გაალღვეთ ერთი სუფრის კოვზი კარაქი და დაალაგეთ ვაშლი.

3.ვაშლს მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში მათ დარბილებამდე. ვაშლს მოასხით ცომის ნახევარი და დატოვეთ ნელ ცეცხლზე. ცომმა უნდა მიიღოს მოყავისფრო ფერი. ამის შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში.

4.გადმოაბრუნეთ სქელი ბლინი და დააცადეთ რამდენიმე წამი. და ყველაზე საინტერესო: ნიჩბის დახმარებით გახიეთ ცომი საშუალო ნაწილებად. ბლინებს მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი.

5.ის კარამელიზირდება, იღებს მოყავისფრო ფერს. ამ დროს აიღეთ ცეცხლიდან დესერტი და მას მოასხით კონიაკი, მოუკიდეთ და ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე. გარკვეული დროის შემდეგ ალკოჰოლი გამოიწვება.

ცომის მეორე ნახევარიც მოამზადეთ ამ მეთოდით. გახლეჩილი ბლინები გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ამ კერძს ძალიან მოუხდება შოკოლადის ნაყინი და მარწყვის ჯემი. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!