ვინაიდან საკუთარი ბოსტანი მაქვს, სარდაფში ბევრ ბოსტნეულს ვინახავ. მათი გადაყრა რომ არ მომიწიოს, ბევრი რაგუს და ბოსტნეულის მობრაწულას მომზადებას ვცდილობ. კარგია, რომ ოჯახის წევრები მსგავს კერძებს სიამოვნებით მიირთმევენ. კვერცხმოსხმული ბოსტნეულის მობრაწულა ფავორიტია.
მისი შემადგენლობა გემოვნების და მაცივარში არსებული ინგრედიენტების მიხედვით იცვლება. კარტოფილის, სტაფილოს და ხახვის კლასიკურ კომბინაციას ცოტა ლორს ვუმატებ. სეზონზე წვნიან ბულგარულ წიწაკას ან პომიდორს ვუმატებ. ბროკოლი და პარკი ლობიოც უხდება.
ბოსტნეულის მობრაწულა კვერცხის სოუსში
თუ სახლის ბოსტნეული არ გაქვთ, მაღაზიაში გაყინული ნარევი შეიძინეთ. პროცესის დასაჩქარებლად ინგრედიენტები ტაფაზე წინასწარ შეწვით. სტანდარტული მარილის და წიწაკის გარდა არომატული ბალახები და სანელებლები შეგიძლიათ დაუმატოთ.
ინგრედიენტები:
- 1 კარტოფილი
- 1 წითელი ხახვი
- 200 გ ლორი
- 0,25 კონა ოხრახუში
- 2 ს/კ საფანელი
- 2 სტაფილო
- 50 მლ მზესუმზირის ზეთი
- 6 კვერცხი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. მსხვილი კარტოფილი გათალეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ და კარტოფილი შეწვით.
2. 5 წუთში რგოლებად დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ – ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი. მარილი დაუმატეთ, აურიეთ და დარბილებამდე შეწვით.
3. ლორი კუბებად დაჭერით და ბოსტნეულს დაუმატეთ. კვერცხი ათქვიფეთ და დაქუცმაცებული ოხრახუშის ფოთლები და ცოტა წიწაკა დაუმატეთ.
4. საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი წაუსვით და საფანელი მოაყარეთ. ბოსტნეული ფორმაში გადაიტანეთ და კვერცხის მასა მოასხით. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.
მობრაწულა პირდაპირ ფორმით მაგიდაზე შეგიძლიათ გაიტანოთ ან ბოსტნეულის პეროგი ფრთხილად ამოიღოთ. მინიმუმი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ასეთი გემრიელი კერძი გამოგივათ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ. ფერადი და მადის აღმძვრელი კერძით სტუმრებსაც შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ.