ბოსტნეული პროვანსულად: წვნიანი, გემრიელი და რაც მთავარია – დაბალკალორიული

2477

პროვანსის ხსენებისას აუცილებლად ჩნდება რატატუის ასოციაცია. ადრე ბოსტნეულის ფერადი  ნაზავი უბრალო გლეხების საჭმელი იყო, ახლა კი მას ძვირად ღირებულ რესტორნებში მოგართმევენ. არ არსებობს რატატუის სწორი რეცეპტი, რადგან ის ხალხური გამოგონებაა, ამიტომ მას საფრანგეთის ყოველ რეგიონში თავისებურად ამზადებენ.

ეს ძალიან ადვილი, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი კერძი კულინარიული ფანტაზიისთვის დიდ გასაქანს იძლევა: საკმარისია შეცვალო პროდუქტების ნაკრები და მათი დაჭრის მეთოდი. რა ჯობია ფერად ბოსტნეულს პროვანსულად, ბაგეტთან და ჭიქა ვარდისფერ ღვინოსთან! მოამზადეთ ბოსტნეული ყველთან ერთად ღუმელში – მადისაღმძვრელი კერძი, რომელიც ზედმეტ წონასაც აგარიდებთ.

ინგრედიენტები

  • 1 ც ყაბაყი
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 4 ც პომიდორი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 20 გრ ბაზილიკი
  • 4 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • პროვანსული სუნელები გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი.

2. ყველის ნახევარი დაჭერით ფენებად, მეორე ნახევარი გახეხეთ.

3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, განალაგეთ ვერტიკალურად რიგრიგობით ბოსტნეული და ყველის ფენები ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

4. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ ზეითუნის ზეთი, პროვანსული სუნელები, დაჭრილი ნიორი, ბაზილიკი, მარილი, პილპილი.

5. მოასხით ბოსტნეულს არომატული ნაზავი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

6. გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთით შედგით კერძი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მზა კერძს მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

აქციეთ ბანალური ვახშამი დღესასწაულად. მოამზადეთ სიამოვნებით, გაახარეთ ოჯახის წევრები უგემრიელესი და ჯანსაღი კერძით და გაუზიარეთ მეგორებს რეცეპტი!